---
title: "მუხლი 351¹⁸. ხარჯები — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/351-18"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "351^18"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 351¹⁸. ხარჯები — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 351¹⁸ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/351-18

1. განმცხადებელი თავისუფლდება პროცესის ხარჯების ანაზღაურებისაგან.

2. არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო იმ პირს, რომელმაც ბავშვი არამართლზომიერად გადააადგილა ან არამართლზომიერად დააკავა, ანდა რომელმაც ხელი შეუშალა ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებას, აკისრებს იმ აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებას, რომლებიც გაიღო განმცხადებელმა, მათ შორის, სამგზავრო ხარჯებს, ბავშვის ადგილსამყოფლის დასადგენად გაღებულ ნებისმიერ ხარჯს ან გადახდილ თანხას, განმცხადებლის იურიდიული წარმომადგენლობის ხარჯებს და ბავშვის დაბრუნების ხარჯებს. საქართველოს 2011 წლის 21 ივნისის კანონი №4869 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. თავი XLII 3 „მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის 1996 წლის 19 ოქტომბრის კონვენციით გათვალისწინებულ საქმეთა განხილვის თავისებურებანი საქართველოს 2014 წლის 19 მარტის კანონი №2111 – ვებგვერდი, 01.04.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/351-17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/351-19.md
