---
title: "მუხლი 351³. განცხადების შინაარსი — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/351-3"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "351^3"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 351³. განცხადების შინაარსი — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 351³ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/351-3

1. განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) საქმის განმხილველი სასამართლოს დასახელებას; ბ) იმ სასამართლოს დასახელებას, რომლებმაც დაკარგულ საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება ან განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ; გ) მითითებას იმის შესახებ, თუ დაკარგული საქმის წარმოების რა ნაწილის აღდგენას მოითხოვს განმცხადებელი; დ) იმ გარემოებებზე მითითებას, რომლებმაც აღნიშნული საქმის მასალების დაკარგვა გამოიწვია; ე) მითითებას, რა მიზნით ესაჭიროება განმცხადებელს დაკარგული მასალების აღდგენა; ვ) საქმესთან დაკავშირებულ დაწვრილებით ინფორმაციას.

2. განცხადებას უნდა დაერთოს დოკუმენტები ან მათი დამოწმებული ასლები, რომლებიც აქვს განმცხადებელს და რომლებსაც კავშირი აქვს საქმესთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი არ არის დადასტურებული დადგენილი პროცედურების შესაბამისად.

3. განცხადებას უნდა დაერთოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, თუ საქმე დაიკარგა განმცხადებლის ბრალით. საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/351-20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/351-4.md
