---
title: "მუხლი 351⁵. სასამართლოს განჩინება დაკარგული საქმის წარმოების აღდგენის შესახებ — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/351-5"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "351^5"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 351⁵. სასამართლოს განჩინება დაკარგული საქმის წარმოების აღდგენის შესახებ — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 351⁵ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/351-5

დაკარგული საქმის წარმოების აღდგენის შესახებ სასამართლო იღებს განჩინებას, რომელშიც უნდა მიეთითოს იმ გადაწყვეტილების ან განჩინების შინაარსი, რომლითაც დაკარგული საქმის წარმოება იყო დამთავრებული. განჩინებაში ასევე უნდა აღინიშნოს, რა საპროცესო მოქმედებები სრულდებოდა დაკარგული საქმის წარმოების დროს. დაკარგული საქმის წარმოების აღდგენის შესახებ სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით. საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/351-4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/351-6.md
