---
title: "მუხლი 356¹⁰. ქონებაზე ყადაღის დადება — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/356-10"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "356^10"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 356¹⁰. ქონებაზე ყადაღის დადება — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 356¹⁰ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/356-10

თუ არსებობს მონაცემები ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებული პირის მფლობელობაში არსებული ქონების გადამალვაზე ან დახარჯვაზე ანდა სხვაგვარად გასხვისებაზე, პროკურორი ვალდებულია სასამართლოს მიმართოს განცხადებით ამ ქონებაზე, მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების თაობაზე. საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №797 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.284

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/356-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/356-11.md
