---
title: "მუხლი 356¹⁵. არბიტრის დანიშვნა, აცილება და უფლებამოსილების შეწყვეტა — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/356-15"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "356^15"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 356¹⁵. არბიტრის დანიშვნა, აცილება და უფლებამოსილების შეწყვეტა — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 356¹⁵ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/356-15

1. სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე გამოაქვს გადაწყვეტილება არბიტრის დანიშვნის, აცილებისა და უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

2. სასამართლომ არბიტრის დანიშვნის, აცილებისა და უფლებამოსილების შეწყვეტის დროს უნდა იხელმძღვანელოს მხარეთა შორის დადებული საარბიტრაჟო შეთანხმებითა და არბიტრის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებით.

3. სასამართლო არბიტრს ნიშნავს განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში.

4. სასამართლოს გადაწყვეტილება არბიტრის აცილების ან/და უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გამოაქვს განცხადების წარმოებაში მიღებიდან 14 დღის ვადაში.

5. სასამართლოში არბიტრის აცილების ან/და უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა ვერ შეაჩერებს არბიტრაჟში საქმის განხილვას.

6. სასამართლოს გადაწყვეტილება არბიტრის დანიშვნის, აცილებისა და უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საბოლოოა და არ გასაჩივრდება. საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1281 - სსმ I, №13, 02.07.2009წ., მუხ.64

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/356-14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/356-16.md
