---
title: "მუხლი 356¹⁶. გადაწყვეტილება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/356-16"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "356^16"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 356¹⁶. გადაწყვეტილება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 356¹⁶ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/356-16

1. სასამართლოს არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ დასაბუთებული განჩინება გამოაქვს განცხადების წარმოებაში მიღებიდან 14 დღის ვადაში.

2. სასამართლოში არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ საკითხის განხილვა ვერ შეაჩერებს არბიტრაჟში საქმის განხილვას.

3. სასამართლოს განჩინება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

4. თუ სასამართლო არბიტრაჟს მოცემულ საკითხზე არ ცნობს კომპეტენტურად, განჩინებაში უნდა მიეთითოს შესაბამისი კომპეტენტური ორგანო.

5. თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით არბიტრაჟი ცნობილი არ იქნება კომპეტენტურად, ბათილია არბიტრაჟის მიერ მოცემულ საკითხზე მანამდე გამოტანილი ყველა გადაწყვეტილება. საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1281 - სსმ I, №13, 02.07.2009წ., მუხ.64

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/356-15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/356-17.md
