---
title: "მუხლი 356¹⁹. სასამართლოს დახმარება მტკიცებულებათა მოპოვებასა და მოწმის დასწრების უზრუნველყოფაში — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/356-19"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "356^19"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 356¹⁹. სასამართლოს დახმარება მტკიცებულებათა მოპოვებასა და მოწმის დასწრების უზრუნველყოფაში — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 356¹⁹ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/356-19

1. არბიტრაჟის მიერ თავისი ინიციატივით ან მხარის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლოსთვის მტკიცებულებათა მოპოვებაში დახმარების მიზნით მიმართვის შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსის XIV თავით დადგენილი წესები.

2. არბიტრაჟი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს მოწმის დასწრების უზრუნველსაყოფად.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში სასამართლო ხელმძღვანელობს ამ კოდექსის 145-ე მუხლით დადგენილი წესით.

4. სასამართლოს განჩინება მტკიცებულებათა მოპოვებასა და მოწმის დასწრების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით საბოლოოა და არ გასაჩივრდება. საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1281 - სსმ I, №13, 02.07.2009წ., მუხ.64 თავი XLIV 4 საარბიტრაჟო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება. სააღსრულებო ფურცლის გაცემა საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1281 - სსმ I, №13, 02.07.2009წ., მუხ.64

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/356-18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/356-2.md
