---
title: "მუხლი 363¹⁶. განცხადების წარმოებაში მიღება — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-16"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "363^16"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 363¹⁶. განცხადების წარმოებაში მიღება — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 363¹⁶ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-16

1. პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადებას სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. განცხადების წარმოებაში მიღების საკითხს სასამართლო განიხილავს მისი შეტანიდან 5 დღის ვადაში.

3. განცხადების სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაუცველად შეტანის შემთხვევაში სასამართლო ადგენს ხარვეზს და განმცხადებელს მის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ შეიძლება იყოს 3 დღეზე ნაკლები. ხარვეზის განსაზღვრულ ვადაში აღმოფხვრის შემთხვევაში სასამართლო განცხადებას წარმოებაში იღებს, ხოლო თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრა, მას გამოაქვს განჩინება განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს განმცხადებელს უბრუნებს.

4. განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-17.md
