---
title: "მუხლი 363¹⁷. დროებითი მხარდაჭერა — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-17"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "363^17"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 363¹⁷. დროებითი მხარდაჭერა — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 363¹⁷ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-17

1. სასამართლო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე, საქმის წარმოების დასრულებამდე დანიშნოს დროებითი მხარდამჭერი, თუ მიიჩნევს, რომ იმ პირს, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, შესაძლებელია შეუქცევადი ზიანი მიადგეს.

2. დროებითი მხარდამჭერი შეიძლება იყოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი.

3. დროებითი მხარდაჭერის დაწესების შესახებ განცხადებას სასამართლო ზეპირი მოსმენით განიხილავს მისი შეტანიდან 5 დღის ვადაში. მხარის გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ დროებითი მხარდაჭერის დაწესების საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.

4. დროებითი მხარდაჭერის დაწესების შესახებ სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-18.md
