---
title: "მუხლი 363¹⁸. განცხადების განხილვა — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-18"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "363^18"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 363¹⁸. განცხადების განხილვა — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 363¹⁸ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-18

1. პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ საქმეს სასამართლო განიხილავს ამ პირის და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის სავალდებულო მონაწილეობით.

2. თუ პირს, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დაესწროს სასამართლო სხდომას, მისი მონაწილეობა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს კომუნიკაციის ელექტრონული ან სხვა საშუალების გამოყენებით, რომლითაც შესაძლებელი იქნება ამ პირთან მოსამართლის პირდაპირი კონტაქტი. ასეთ შემთხვევაში სავალდებულოა სასამართლო სხდომის ვიდეოფაილის სახით ჩაწერა. სასამართლო სხდომის ოქმში უნდა აღინიშნოს სხდომაში პირის კომუნიკაციის ელექტრონული ან სხვა საშუალების გამოყენებით მონაწილეობის შესახებ.

3. იმ პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, სასამართლო ვალდებულია საქმის განხილვა სხვა დროისთვის გადადოს. ამ შემთხვევაში დაუშვებელია სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა.

4. განმცხადებელი განთავისუფლებულია პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ საქმის განხილვასთან დაკავშირებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-19.md
