---
title: "მუხლი 363²⁰. ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის ინდივიდუალური შეფასებისათვის ექსპერტიზის დანიშვნა — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-20"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "363^20"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 363²⁰. ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის ინდივიდუალური შეფასებისათვის ექსპერტიზის დანიშვნა — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 363²⁰ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-20

1. ამ კოდექსის 363 16 მუხლის შესაბამისად განცხადების წარმოებაში მიღებისთანავე სასამართლო ნიშნავს ექსპერტიზას „ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ პირი, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, აშკარად თავს არიდებს ექსპერტიზას, სასამართლო უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე, თავის სხდომაზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის, აგრეთვე ამ პირის ადვოკატის სავალდებულო მონაწილეობით გამოიტანოს განჩინება ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩასატარებლად პირის იძულებით გაგზავნის შესახებ.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული იძულებითი ექსპერტიზა ტარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, თავისი ქმედებით არსებით ზიანს აყენებს საკუთარ ან სხვათა უფლებებს.

4. სასამართლო სხდომაზე უნდა დაიკითხოს ყველა ექსპერტი და მულტიდისციპლინური ჯგუფის წევრი, რომელთა დასკვნებიც საქმის მასალებშია წარმოდგენილი. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-21.md
