---
title: "მუხლი 363²³. მხარდაჭერის ფარგლების შეცვლა, მხარდაჭერის გაუქმება — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-23"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "363^23"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 363²³. მხარდაჭერის ფარგლების შეცვლა, მხარდაჭერის გაუქმება — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 363²³ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-23

1. თუ არსებობს პირისათვის მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის საფუძველი, სასამართლოს მხარდაჭერის მიმღების, მისი ოჯახის წევრის, მხარდამჭერის (მხარდამჭერების), ფსიქიატრიულ-სამკურნალო დაწესებულების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს განცხადებისა და „ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გამოაქვს გადაწყვეტილება ამ პირისათვის მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის შესახებ.

2. თუ აღარ არსებობს პირისათვის მხარდაჭერის გაგრძელების საფუძველი, სასამართლოს მხარდაჭერის მიმღების, მისი ოჯახის წევრის, მხარდამჭერის, ფსიქიატრიულ-სამკურნალო დაწესებულების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს განცხადებისა და „ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გამოაქვს გადაწყვეტილება ამ პირისათვის მხარდაჭერის გაუქმების შესახებ.

3. პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების პერიოდული გადასინჯვისას სასამართლოს სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში გამოაქვს გადაწყვეტილება ამ პირისათვის მხარდაჭერის გაუქმების შესახებ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-24.md
