---
title: "მუხლი 363²⁴. სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-24"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "363^24"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 363²⁴. სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 363²⁴ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-24

1. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსის 363 21 მუხლის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება ამავე კოდექსით დადგენილი წესით გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოში.

2. სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის შეტანიდან 5 დღის ვადაში ამოწმებს მის დასაშვებობას და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა; ბ) განსახილველად იღებს სააპელაციო საჩივარს.

3. სააპელაციო საჩივარს სააპელაციო სასამართლო ზეპირი მოსმენით განიხილავს მისი განსახილველად მიღებიდან 2 თვის ვადაში და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს; ბ) უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

4. სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლო განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო საქმეს პირველი ინსტანციის სასამართლოს უბრუნებს. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ. კარი მეშვიდე 5 ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის საქმეზე სამართალწარმოების თავისებურებანი # საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1919 – ვებგვერდი, 11.01.2018წ. თავი XLIV 12 ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის საქმეზე მტკიცებულებათა უზრუნველყოფის ღონისძიებანი, ინფორმაციის მიღების უფლება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებანი საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1919 – ვებგვერდი, 11.01.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-25.md
