---
title: "მუხლი 363³⁰. სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფა სასამართლოს მიერ — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-30"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "363^30"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 363³⁰. სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფა სასამართლოს მიერ — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 363³⁰ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-30

1. მხარე უფლებამოსილია სასამართლო მედიაციის ან კერძო მედიაციის დაწყებამდე ან/და მედიაციის პროცესში მიმართოს სასამართლოს სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებით.

2. თუ სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებიდან 10 დღის ვადაში აღნიშნული განცხადების შემტანი პირი არ მიმართავს სასამართლო მედიაციას ან კერძო მედიაციას და არ წარუდგენს სასამართლოს მედიაციისთვის მიმართვის დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტს, ან თუ მედიაციის დასრულებიდან (რაც უნდა დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტით) 10 დღის ვადაში მხარე სასამართლოს არ წარუდგენს სარჩელს/არ მიმართავს საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, სასამართლო თავისი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანს განჩინებას სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გაუქმების შესახებ.

3. მედიაციის დასრულებიდან 10 დღის ვადაში სასამართლოსთვის სარჩელის წარდგენის/საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით მიმართვის შემთხვევაში სასამართლოს მიერ გამოყენებული სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფის ღონისძიება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად გარდაიქმნება.

4. სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფის მიმართ გამოიყენება ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, ამ მუხლის თავისებურებათა გათვალისწინებით. საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4955 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-31.md
