---
title: "მუხლი 363³¹. კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების საკითხის განხილვა — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-31"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "363^31"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 363³¹. კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების საკითხის განხილვა — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 363³¹ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-31

1. სასამართლო უფლებამოსილია ერთ-ერთი ან ორივე მხარის განცხადების საფუძველზე განიხილოს კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების საკითხი.

2. კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების საკითხს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის/იურიდიული მისამართის მიხედვით.

3. მხარემ, რომელიც სასამართლოს მიმართავს კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების მოთხოვნით, უნდა წარადგინოს სამედიაციო მორიგების დედანი ან სათანადოდ დამოწმებული ასლი, აგრეთვე მედიაციის თაობაზე შეთანხმება.

4. კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების საკითხი ზეპირი მოსმენის გარეშე,  განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში განიხილება. სასამართლო უფლებამოსილია იმავე ვადაში დაადგინოს ამ საკითხის ზეპირი განხილვა, თუ ეს ხელს შეუწყობს საქმის გარემოებათა გამორკვევას. ამ შემთხვევაში კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების საკითხი განცხადების მიღებიდან 30 დღის ვადაში განიხილება. აღნიშნული საკითხის ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას. საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4955 – ვებგვერდი, 27.09.2019წ. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1159 - ვებგვერდი, 12.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-30.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-32.md
