---
title: "მუხლი 363³³. სასამართლოს განჩინება კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების შესახებ — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-33"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "363^33"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 363³³. სასამართლოს განჩინება კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების შესახებ — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 363³³ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-33

1. სასამართლო კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს განჩინების ფორმით. მხარეს ამ განჩინებასთან ერთად გადაეცემა სააღსრულებო ფურცელი.

2. კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.

3. კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

4. კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგება, რომელიც საარბიტრაჟო ტრიბუნალმა დაამტკიცა, როგორც საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, აღსრულდება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულებისთვის „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4955 – ვებგვერდი, 27.09.2019წ. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1159 - ვებგვერდი, 12.12.2025წ. კარი მეშვიდე 7 სასამართლოს მონაწილეობა კოლექტიურ შრომით დავაზე მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულებაში საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის კანონი №7184  – ვებგვერდი, 05.10.2020წ. თავი XLIV 14 კოლექტიურ შრომით დავაზე მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულება საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის კანონი №7184  – ვებგვერდი, 05.10.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-34.md
