---
title: "მუხლი 363³⁴. კოლექტიურ შრომით დავაზე მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულების საკითხის განხილვა — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-34"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "363^34"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 363³⁴. კოლექტიურ შრომით დავაზე მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულების საკითხის განხილვა — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 363³⁴ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-34

1. სასამართლო უფლებამოსილია ერთ-ერთი მხარის განცხადების საფუძველზე განიხილოს კოლექტიურ შრომით დავაზე მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულების საკითხი.

2. კოლექტიურ შრომით დავაზე მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულების საკითხს შესაბამისი განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო შესაბამისი დამსაქმებლის ადგილსამყოფლის მიხედვით.

3. მხარემ, რომელიც სასამართლოს კოლექტიურ შრომით დავაზე მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულების მოთხოვნით მიმართავს, უნდა წარადგინოს მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების დედანი ან მისი სანოტარო წესით დამოწმებული ასლი.

4. კოლექტიურ შრომით დავაზე მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილება. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს საქმის ზეპირი განხილვა, თუ ეს ხელს შეუწყობს საქმის გარემოებათა გამორკვევას. საქმის ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას. საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის კანონი №7184  – ვებგვერდი, 05.10.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-33.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-35.md
