---
title: "მუხლი 363³⁶. სასამართლოს განჩინება კოლექტიურ შრომით დავაზე მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულებასთან დაკავშირებით — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-36"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "363^36"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 363³⁶. სასამართლოს განჩინება კოლექტიურ შრომით დავაზე მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულებასთან დაკავშირებით — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 363³⁶ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-36

1. კოლექტიურ შრომით დავაზე მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულებასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილება გამოიტანება განჩინების ფორმით. მხარეს სასამართლოს განჩინებასთან ერთად გადაეცემა სააღსრულებო ფურცელი.

2. კოლექტიურ შრომით დავაზე მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.

3. კოლექტიურ შრომით დავაზე მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის კანონი №7184  – ვებგვერდი, 05.10.2020წ. კარი მეშვიდე 8 სამართალწარმოება გაფიცვასთან ან ლოკაუტთან დაკავშირებულ საქმეზე საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის კანონი №7184  – ვებგვერდი, 05.10.2020წ. თავი XLIV 15 გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების საქმის განხილვა საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის კანონი №7184  – ვებგვერდი, 05.10.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-35.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-37.md
