---
title: "მუხლი 363³⁸. გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების შესახებ სარჩელი — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-38"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "363^38"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 363³⁸. გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების შესახებ სარჩელი — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 363³⁸ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-38

1. გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების შესახებ სარჩელს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო დამსაქმებლის ადგილსამყოფლის მიხედვით.

2. გაფიცვის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების შესახებ სარჩელი შეიძლება აღძრას გაფიცვის მონაწილე დასაქმებულებთან შრომით ურთიერთობაში მყოფმა დამსაქმებელმა.

3. ლოკაუტის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების შესახებ სარჩელი შეიძლება აღძრას იმ დასაქმებულმა, რომელსაც ეხება ლოკაუტი, ან დასაქმებულთა გაერთიანებამ, რომლის წევრებსაც ეხება ლოკაუტი.

4. გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის შესახებ სარჩელი შეიძლება აღიძრას გაფიცვის ან ლოკაუტის დაწყების თარიღიდან 7 დღის ვადაში. გაფიცვის ან ლოკაუტის გადადების ან შეჩერების შესახებ სარჩელი შეიძლება აღიძრას გაფიცვის ან ლოკაუტის გადადების ან შეჩერების საფუძვლის წარმოშობიდან 3 დღის ვადაში. საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის კანონი №7184  – ვებგვერდი, 05.10.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-37.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-39.md
