---
title: "მუხლი 363⁴². ტერმინთა განმარტება — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-42"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "363^42"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 363⁴². ტერმინთა განმარტება — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 363⁴² (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-42

1. ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს ამავე თავის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) კონვენცია − „მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების თაობაზე“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2019 წლის 7 აგვისტოს კონვენცია; ბ) საერთაშორისო მედიაცია − პროცესი, მისი სახელწოდების მიუხედავად, რომელიც იმართება საქართველოს ფარგლების გარეთ და რომლის საშუალებითაც ორი ან რამდენიმე მხარე უცხო ქვეყნის მედიატორის დახმარებით ცდილობს დავის ურთიერთშეთანხმებით დასრულებას; გ) საერთაშორისო სამედიაციო მორიგება − კომერციული დავის მოგვარების მიზნით მიღწეული და დადებული წერილობითი შეთანხმება, რომელიც, კონვენციის შესაბამისად, საერთაშორისო შეთანხმებაა.

2. იმ საკითხების მიმართ, რომლებიც ამ თავითა და „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 13 1 და 13 2 მუხლებით მოწესრიგებული არ არის, გამოიყენება კონვენციის დებულებები. საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის კანონი №668 – ვებგვერდი, 24.06.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-41.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-43.md
