---
title: "მუხლი 363⁴⁶. ტერმინთა განმარტება — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-46"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "363^46"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 363⁴⁶. ტერმინთა განმარტება — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 363⁴⁶ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-46

ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს ამავე თავის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) კონვენცია − „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენცია; ბ) ცენტრალური ორგანო − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი; გ) კრედიტორი − ფიზიკური პირი, რომლის მიმართაც არსებობს ან, სავარაუდოდ, არსებობს ალიმენტის გადახდის ვალდებულება; დ) მოვალე − ფიზიკური პირი, რომელიც ვალდებულია ან, სავარაუდოდ, ვალდებულია გადაიხადოს ალიმენტი; ე) გადაწყვეტილება − კონვენციის ფარგლებში სასამართლოს ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, აგრეთვე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაფორმებული ან/და დამოწმებული რჩენის ვალდებულების თაობაზე შეთანხმება; ვ) მოდიფიკაცია − კონვენციის ფარგლებში მისი ხელშემკვრელი სახელმწიფოს სასამართლოს ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ახალი გადაწყვეტილებით შეცვლა; ზ) საჯარო ორგანო − ორგანო, რომელიც მოქმედებს იმ კრედიტორის ნაცვლად, რომლის მიმართაც არსებობს ალიმენტის გადახდის ვალდებულება, ან რომელმაც კრედიტორის სასარგებლოდ ალიმენტის გადაუხდელობის გამო ხარჯი გასწია. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3947 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-45.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-47.md
