---
title: "მუხლი 363⁴⁷. რეგულირების სფერო — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-47"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "363^47"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 363⁴⁷. რეგულირების სფერო — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 363⁴⁷ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-47

1. მშობელსა და არასრულწლოვან შვილს ან/და მეუღლეებს შორის არსებულ რჩენის ვალდებულებასთან დაკავშირებული სამართალწარმოების მიმართ გამოიყენება ამ კოდექსით დადგენილი წესები კონვენციის შესაბამისად, ამ თავით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით.

2. სასამართლო კონვენციის ფარგლებში უფლებამოსილია განიხილოს: ა) კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობის ან ცნობისა და აღსრულების საკითხი; ბ) კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მოდიფიკაციის შესახებ სასარჩელო განცხადება; გ) რჩენის ვალდებულების შესახებ სასარჩელო განცხადება. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3947 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-46.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-48.md
