---
title: "მუხლი 363⁴⁸. უფლებამოსილი სუბიექტები — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-48"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "363^48"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 363⁴⁸. უფლებამოსილი სუბიექტები — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 363⁴⁸ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-48

1. კრედიტორი კონვენციის ფარგლებში უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, მოდიფიკაცია ან გადაწყვეტილების გამოტანა.

2. მოვალე კონვენციის ფარგლებში უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ან მოდიფიკაცია.

3. საჯარო ორგანო კონვენციის ფარგლებში უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3947 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-47.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-49.md
