---
title: "მუხლი 363⁴⁹. კონვენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-49"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "363^49"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 363⁴⁹. კონვენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 363⁴⁹ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-49

1. საქართველო ცნობს და აღასრულებს კონვენციის ხელშემკვრელი უცხო ქვეყნის მიერ კონვენციის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას.

2. კონვენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების უფლებამოსილების მქონე სასამართლოა საქართველოს უზენაესი სასამართლო.

3. სასამართლო კონვენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების საკითხს განიხილავს უფლებამოსილი სუბიექტის ან ცენტრალური ორგანოს შესაბამისი მიმართვის ან/და შუამდგომლობის საფუძველზე.

4. კონვენციის ფარგლებში კონვენციის ხელშემკვრელი უცხო ქვეყნის სასამართლოს ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების, აგრეთვე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაფორმებული ან/და დამოწმებული რჩენის ვალდებულების თაობაზე შეთანხმების ცნობა და აღსრულება განხორციელდება კონვენციის V თავის (გარდა 23-ე მუხლისა) და VI−VIII თავების შესაბამისად. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3947 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-48.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-5.md
