---
title: "მუხლი 363⁵. სასამართლო გადაწყვეტილება — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-5"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "363^5"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 363⁵. სასამართლო გადაწყვეტილება — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 363⁵ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-5

1. სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურებისა და დისკრიმინაციის მსხვერპლის სარჩელის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ ან გადაწყვეტილება დისკრიმინაციის მსხვერპლის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

2. დისკრიმინაციის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურებისა და იურიდიული პირის, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის, პირთა გაერთიანების იურიდიული პირის შეუქმნელად ან მეწარმე სუბიექტის მიმართ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გამოცემული რეკომენდაციის აღსრულებასთან დაკავშირებით ან გადაწყვეტილება საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2392 - ვებგვერდი, 07.05.2014წ. საქართველოს 2019 წლის 3 მაისის კანონი №4551 – ვებგვერდი, 10.05.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-49.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-50.md
