---
title: "მუხლი 363⁵⁴. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-54"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "363^54"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 363⁵⁴. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 363⁵⁴ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-54

1. პირს, რომელიც თავს ცილისწამების მსხვერპლად თვლის, უფლება აქვს, სასამართლოს მიმართოს სარჩელით იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ ცილისწამება განახორციელა.

2. პირს შეუძლია სასამართლოს სარჩელით მიმართოს იმ დღიდან 100 დღის განმავლობაში, როდესაც იგი გაეცნო ან შეეძლო გასცნობოდა იმ განცხადებას, რომელიც ცილისწამებად მიაჩნია.

3. პირს უფლება აქვს, ამ მუხლით გათვალისწინებული სარჩელით მოითხოვოს მისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ან/და არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №826 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-53.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-55.md
