---
title: "მუხლი 363⁶. სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-6"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "363^6"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 363⁶. სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 363⁶ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-6

1. ამ კოდექსის 363 5 მუხლის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება მხარემ შეიძლება გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოში ამავე კოდექსით დადგენილი წესით.

2. სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის შეტანიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს მის დასაშვებობას და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა; ბ) განსახილველად იღებს სააპელაციო საჩივარს.

3. სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებიდან 1 თვის ვადაში ზეპირი მოსმენით განიხილავს სააპელაციო საჩივარს და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს; ბ) უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

4. სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლო განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო საქმეს პირველი ინსტანციის სასამართლოს უბრუნებს. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2392 - ვებგვერდი, 07.05.2014წ. კარი მეშვიდე 4 პირის შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება და მხარდაჭერის მიმღებად ცნობა საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ. თავი XLIV 10 პირის შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-57.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-7.md
