---
title: "მუხლი 363⁸. განცხადების სასამართლოში შეტანა — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-8"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "363^8"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 363⁸. განცხადების სასამართლოში შეტანა — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 363⁸ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-8

1. იმ პირის შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების შესახებ განცხადება, რომელიც ალკოჰოლს ან ნარკოტიკულ ნივთიერებას ეძალება, რის გამოც თავის ოჯახს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს, სასამართლოში შეიძლება შეიტანოს მისი ოჯახის წევრმა ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ.

2. პირის შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების შესახებ განცხადება შეიტანება სასამართლოში ამ პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ ეს პირი სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული – სამკურნალო დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-9.md
