---
title: "მუხლი 383. საქმის ზეპირი განხილვა — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/383"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "383"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 383. საქმის ზეპირი განხილვა — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 383 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/383

1. საქმის ზეპირი განხილვა იწყება სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი წევრის მოხსენებით.

2. მომხსენებელი წარმოადგენს საქმის გარემოებებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს, რის შემდეგაც მხარეებს ეძლევათ სიტყვა შუამდგომლობების დასაყენებლად და დასასაბუთებლად და იწყება მხარეთა მოსაზრებების მოსმენა. თუ საქმის ზეპირი განხილვისას დაშვებული იქნება ახალი მტკიცებულებები, რომელთა წარმოდგენა არ იწვევს საქმის განხილვის გადადებას, სასამართლო მხარეს მისი მოსაზრების წარმოდგენისათვის განუსაზღვრავს გონივრულ დროს.

3. სასამართლო უფლებამოსილია, მხარის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით განიხილოს და შეამოწმოს სადავო მტკიცებულებები ამ კოდექსით დადგენილი წესით. საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1 თავი XLVII სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/382.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/384.md
