---
title: "მუხლი 390. სააპელაციო სასამართლოს განჩინების შინაარსი — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/390"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "390"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 390. სააპელაციო სასამართლოს განჩინების შინაარსი — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 390 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/390

1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით.

2. სააპელაციო სასამართლოს განჩინების შესავალ ნაწილში უნდა მიეთითოს: ა) განჩინების გამოტანის დრო და ადგილი; ბ) სასამართლოს დასახელება და შემადგენლობა; გ) სააპელაციო საჩივრის ან კერძო საჩივრის (საჩივრის) შემომტანი პირის დასახელება; დ) გასაჩივრებული გადაწყვეტილება (განჩინება).

3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს: ა) სააპელაციო საჩივრის ან კერძო საჩივრის (საჩივრის) შემომტანი პირის მოთხოვნას; ბ) საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას; გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების მოკლე დასაბუთებას. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, დასაბუთება მათზე მითითებით იცვლება. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში შეიძლება მიეთითოს აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმები და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.

4. განჩინების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სააპელაციო საჩივრის ან კერძო საჩივრის (საჩივრის) მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ, მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების, აგრეთვე განჩინების გასაჩივრების ვადისა და წესის თაობაზე. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4209 - სსმ I, №4, 12.01.2007წ., მუხ.51 საქართველოს 2022 წლის 18 ოქტომბრის კანონი №1919 – ვებგვერდი, 24.10.2022წ. კარი მეცხრე კასაცია თავი XLVIII კასაციის დასაშვებობა # #

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/389.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/391.md
