---
title: "მუხლი 408. საქმის ზეპირი განხილვა — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/408"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "408"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 408. საქმის ზეპირი განხილვა — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 408 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/408

1. საქმის ზეპირი განხილვა იწყება საკასაციო სასამართლოს ერთ-ერთი წევრის მოხსენებით .

2. მომხსენებელი სასამართლოს მოახსენებს საქმის ვითარებას, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძვლებს. ამის შემდეგ მხარეებს ეძლევათ სიტყვა განცხადებების გაკეთებისა და დასაბუთების მიზნით .

3. საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს . საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243 თავი L საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/407.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/409.md
