---
title: "მუხლი 414. კერძო საჩივრის შეტანა — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/414"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "414"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 414. კერძო საჩივრის შეტანა — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 414 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/414

1. კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 414-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ამავე კოდექსის 355-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებთან მიმართებით გამორიცხავს მშობლის მიერ შვილის საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანის უფლებამოსილების მინიჭების/მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული დროებითი განკარგულების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება №1/2/1731 – ვებგვერდი, 11.03.2025წ.

2. კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებსაც, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება. საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2398 – სსმ I, №43(50), 21.09.1999 წ., მუხ.227 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება №1/2/1731 – ვებგვერდი, 11.03.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/413.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/415.md
