---
title: "მუხლი 422¹. ზოგიერთი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/422-1"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "422^1"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 422¹. ზოგიერთი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 422¹ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/422-1

1. პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების ან გარდაცვალების, აგრეთვე დაბადების ან გარდაცვალების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებები შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი დაინტერესებული პირის განცხადებით, თუ სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტისთვის არსებობს სამოქალაქო აქტის ორი სხვადასხვა ჩანაწერი და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია მცდარი მონაცემები.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით განცხადების წარდგენაზე არ ვრცელდება ამ კოდექსის 426-ე მუხლით დადგენილი ვადები. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5569 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/422.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/423.md
