---
title: "მუხლი 428. მოსამართლის ჩამოცილება განცხადების განხილვისაგან — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/428"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "428"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 428. მოსამართლის ჩამოცილება განცხადების განხილვისაგან — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 428 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/428

გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა თუ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ განცხადების განხილვაში დაუშვებელია იმ მოსამართლის მონაწილეობა, რომელსაც კანონის მიხედვით არ უნდა მიეღო მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში (422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი), ან რომლის დანაშაულებრივი ქმედების გამო აღიძვრის საქმე განახლების შესახებ (423-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი).

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/427.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/429.md
