---
title: "მუხლი 440. წარმომადგენლის საქმიანობის შეზღუდვა სამოქალაქო პროცესში — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/440"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "440"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 440. წარმომადგენლის საქმიანობის შეზღუდვა სამოქალაქო პროცესში — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 440 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/440

პირს, რომელსაც არ ჩაუბარებია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და არ გაწევრებულა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ეკრძალება წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში, გარდა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტის ორგანოს, ორგანიზაციების თანამშრომლებისა – ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე. საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №978 – სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.84 საქართველოს 2003 წლის 2 ივნისის კანონი №2310 – სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.88 საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1701 - სსმ I, №29, 12.10.2009წ., მუხ.184 საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2268 – ვებგვერდი, 21.05.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6988 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/439.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/441.md
