---
title: "მუხლი 443. სააპელაციო საჩივრის განხილვა ერთპიროვნულად — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/443"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "443"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 443. სააპელაციო საჩივრის განხილვა ერთპიროვნულად — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 443 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/443

1. 2008 წლის 1 იანვრამდე შეტანილი სააპელაციო საჩივარი ამ კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრულ საქმეებზე, ქონებრივ-სამართლებრივ დავაზე, რომლის ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, ასევე შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავები შეიძლება ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საქმეებზე დაწყებულ სააპელაციო წარმოებას ერთპიროვნულად აგრძელებს სააპელაციო (საოლქო) სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის ის მოსამართლე, რომელიც გამწესებულ იქნა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში. საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2130 - სსმ I, №53, 19.12.2005წ., მუხ.350 საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3388 - სსმ I, №26, 14.07.2006წ., მუხ.210 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4209 - სსმ I, №4, 12.01.2007წ., მუხ.51

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/442.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/444.md
