---
title: "მუხლი 446. სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მოპასუხისათვის გადაგზავნა — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/446"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "446"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 446. სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მოპასუხისათვის გადაგზავნა — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 446 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/446

ამ კოდექსის 445-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღების შესახებ სასამართლო განჩინების გამოტანის შემდეგ ან ასეთი განჩინების გამოტანის ვადის გასვლის შემდეგ მოსამართლე ვალდებულია გასცეს განკარგულება ამ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მოპასუხისათვის ამავე კოდექსის 448-ე მუხლით დადგენილი წესით გადაგზავნის შესახებ. საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5667– ვებგვერდი, 30.12.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/445.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/447.md
