---
title: "მუხლი 45. მოწმეების, ექსპერტების, სპეციალისტებისა და თარჯიმნისათვის გადასახდელი თანხები — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/45"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "45"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 45. მოწმეების, ექსპერტების, სპეციალისტებისა და თარჯიმნისათვის გადასახდელი თანხები — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 45 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/45

1. მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, თარჯიმნებს აუნაზღაურდებათ სასამართლოში გამოცხადებისათვის გაწეული მგზავრობისა და საცხოვრებელი სადგომის დაქირავების ხარჯები და მიეცემათ დღიური თანხა. ამასთან, კერძო სპეციალური საექსპერტო დაწესებულებები (დამოუკიდებელი ექსპერტები), სპეციალისტები, თარჯიმნები იღებენ გასამრჯელოს დადებული შეთანხმების საფუძველზე სასამართლოს დავალებით შესრულებული სამუშაოსათვის. ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება დრო, რომელიც მათ უნდა მოახმარონ სასამართლოს დავალების შესრულებას, მასალები, რომლებიც საჭირო იქნება ამ მოვალეობის სათანადოდ შესრულებისათვის და სხვა.

2. სახელმწიფო სპეციალური საექსპერტო დაწესებულებისათვის სასამართლო-საექსპერტო მომსახურების (სპეციალისტის, თარჯიმნის) ანაზღაურება ხდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ნორმებისა და ტარიფების შესაბამისად.

2¹. სასამართლოს დავალებით ფაქტების კონსტატაციის მომსახურება ანაზღაურდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დადგენილი საფასურების შესაბამისად იმ პირის მიერ, რომლის შუამდგომლობითაც გამოიტანა სასამართლომ დავალება ადგილზე დათვალიერების შესახებ ფაქტების კონსტატაციის მიზნით, ხოლო სასამართლოს ინიციატივით განხორციელებული ფაქტების კონსტატაციის შემთხვევაში – მხარეების მიერ თანაბრად.

3. მუშაკებს, რომლებიც მოწმეებად არიან დაბარებულნი სასამართლოში, სამუშაო ადგილზე უნარჩუნდებათ საშუალო ხელფასი. მოწმეებს, რომლებიც არ არიან შრომით ურთიერთობაში, სამუშაოდან ან ჩვეულებრივი საქმიანობიდან მოცდენისათვის ეძლევათ გასამრჯელო ფაქტობრივად დახარჯული დროისა და შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობის გათვალისწინებით. საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №597 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.173 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1 საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/44.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/46.md
