---
title: "მუხლი 82. ქმედუუნარო მხარის საპროცესო წარმომადგენელი პროცესში (საპროცესო მზრუნველი) — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/82"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "82"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 82. ქმედუუნარო მხარის საპროცესო წარმომადგენელი პროცესში (საპროცესო მზრუნველი) — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 82 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/82

1. თუ სარჩელი შეტანილია ქმედუუნარო მხარის წინააღმდეგ, რომელსაც არა ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი, სასამართლომ მოსარჩელის განცხადების საფუძველზე უნდა დანიშნოს საპროცესო წარმომადგენელი და განიხილოს საქმე, თუ მისი განუხილველობა ზიანით ემუქრება მოსარჩელეს.

2. თუ საქმის წარმოების დროს გაირკვევა, რომ სარჩელი აღძრულია ქმედუუნარო მოსარჩელის მიერ, რომელსაც არა ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი, მაშინ საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან ასაცილებლად კანონიერი წარმომადგენლის დანიშვნამდე შეიძლება მოსარჩელეს დაუნიშნონ საპროცესო წარმომადგენელი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/81-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/83.md
