---
title: "მუხლი 9. სამოქალაქო პროცესის საქვეყნოობა და სამართალწარმოების ენა — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/9"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "9"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. სამოქალაქო პროცესის საქვეყნოობა და სამართალწარმოების ენა — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 9 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/9

1. სასამართლოში ყველა საქმე განიხილება ღია სხდომებზე, თუ ეს არ ეწინააღმდეგება სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ინტერესებს. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა დასაშვებია აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, მხარის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე.

1¹. სასამართლოს შენობაში, ასევე სამოქალაქო საქმის განხილვის ფოტო-, კინო- ვიდეოგადაღება, სტენოგრაფირება და აუდიოჩაწერა ხორციელდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით.

2. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვაში მონაწილეობენ მხარეები და მათი წარმომადგენლები, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები.

3. საქმის დახურულ სხდომაზე განხილვის შესახებ სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.

4. სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. სახელმწიფო ენის არმცოდნე პირს მიეჩინება თარჯიმანი. # # საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1956 – სსმ I, №15(22), 14.05.1999 წ., მუხ.64 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5290 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.330

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/10.md
