---
title: "მუხლი 97. სასამართლოს უარი იმ პირის წარმომადგენლად დაშვებაზე, რომელიც არ არის ადვოკატი — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/97"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "97"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 97. სასამართლოს უარი იმ პირის წარმომადგენლად დაშვებაზე, რომელიც არ არის ადვოკატი — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 97 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/97

1. სასამართლოს შეუძლია უარი თქვას იმ პირის პროცესში წარმომადგენლად დაშვებაზე, რომელიც არ არის ადვოკატი, თუ მიიჩნევს, რომ ამ უკანასკნელს არ გააჩნია საკმარისი მონაცემები იმისათვის, რომ წარმოადგინოს მხარე და დაიცვას მისი უფლებები.

2. ის მოქმედებები, რომლებიც საპროცესო წარმომადგენელმა გადაყენებამდე აწარმოვა, ძალაში რჩება.

3. სასამართლოს განჩინებაზე იმ პირის წარმომადგენლად დაშვებაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც არ არის ადვოკატი, შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2004 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება №1/1/186 - სსმ IV, №9, 20.02.2004 წ., გვ.2 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2270 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.372

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/96.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/98.md
