---
title: "მუხლი 110 — ჯანმრთელობის დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/110"
law: "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ"
article: "110"
identifier: "1139"
adopted: "1997-12-10"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 110 — ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, მუხლი 110 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/110

მხარდაჭერის მიმღები შეიძლება იყოს სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის ობიექტი ამ კანონის 108-ე მუხლში მოცემული პირობებით, თუ იგი არ გამოხატავს რაიმე წინააღმდეგობას და მან მიიღო შესაბამისი მხარდაჭერა. მცირეწლოვანი შეიძლება იყოს სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის ობიექტი ამ კანონის 108-ე მუხლში მოცემული პირობებით, თუ იგი არ გამოხატავს რაიმე წინააღმდეგობას და მიღებულია მისი ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობა.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3367 - ვებგვერდი,  31.03.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/109.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/111.md
