---
title: "მუხლი 112 — ჯანმრთელობის დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/112"
law: "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ"
article: "112"
identifier: "1139"
adopted: "1997-12-10"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 112 — ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, მუხლი 112 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/112

პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირი სარგებლობს ამ კანონის 108-ე და 109-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა უფლებით. სამედიცინო-ბიოლოგიურ კვლევაში ამ პირის მონაწილეობა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელია, რომ კვლევის შედეგები მის ჯანმრთელობას პირდაპირ და მნიშვნელოვან სარგებლობას მოუტანს.
საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2716 - სსმ I, №12, 24.03.2010წ., მუხ.53
საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3540 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/111.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/112-1.md
