---
title: "მუხლი 115 — ჯანმრთელობის დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/115"
law: "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ"
article: "115"
identifier: "1139"
adopted: "1997-12-10"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 115 — ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, მუხლი 115 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/115

საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს ორგანოს სიცოცხლეში ან სიკვდილის შემდეგ გაცემაზე თანხმობის ან უარის წერილობით გაცხადების უფლება. თანხმობის დამადასტურებელი განცხადება მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ქმედუნარიანია. დაუშვებელია პიროვნებაზე რაიმე ფორმით ზემოქმედება ზემოთ აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.
[მუხლი 115
1. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ადამიანის ორგანოების გადანერგვისა და ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების სფეროში ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა და განხორციელება, ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვის სათანადო წესების შემუშავება და დანერგვა და მათი შესრულების კონტროლი.

2. დაწესებულება, რომელიც ახორციელებს საქმიანობას ადამიანის ორგანოების გადანერგვისა და ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების სფეროში, ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანერგოს შესაბამისი ხარისხისა და უსაფრთხოების სისტემა.
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]
საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3615 – ვებგვერდი, 22.11.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №123 - ვებგვერდი, 30.12.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/114.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/116.md
