---
title: "მუხლი 124 — ჯანმრთელობის დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/124"
law: "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ"
article: "124"
identifier: "1139"
adopted: "1997-12-10"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 124 — ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, მუხლი 124 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/124

1. სისხლის ჩაბარების უფლება აქვს პირს, რომელიც აკმაყოფილებს „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ სისხლის ან მისი კომპონენტის დონორის შესაბამისობის კრიტერიუმებს და რომელსაც გავლილი აქვს სისხლის ან მისი კომპონენტის დონორის შერჩევისა და შესაბამისობის შეფასების პროცედურები.

2. სისხლის ან მისი კომპონენტის დონორის შერჩევისა და შესაბამისობის შეფასების წესი, აგრეთვე სისხლის ან მისი კომპონენტის დონორის უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონითა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3094 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2388 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.
საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №138 - ვებგვერდი, 29.12.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/123.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/125.md
