---
title: "მუხლი 143 — ჯანმრთელობის დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/143"
law: "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ"
article: "143"
identifier: "1139"
adopted: "1997-12-10"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 143 — ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, მუხლი 143 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/143

1. ექსტრაკორპორული განაყოფიერება ნებადართულია:
ა) უშვილობის მკურნალობის მიზნით, აგრეთვე, ცოლის ან ქმრის მხრიდან გენეტიკური დაავადების გადაცემის რისკის არსებობისას, წყვილის ან დონორის სასქესო უჯრედების ან ემბრიონის გამოყენებით, თუ მიღებულია წყვილის წერილობითი თანხმობა;
ბ) თუ ქალს არა აქვს საშვილოსნო, განაყოფიერების შედეგად მიღებული ემბრიონის სხვა ქალის („სუროგატული დედის“) საშვილოსნოში გადატანის და გამოზრდის გზით; წყვილის წერილობითი თანხმობა აუცილებელია.

2. ბავშვის დაბადების შემთხვევაში წყვილი ითვლება მშობლებად, აქედან გამომდინარე პასუხისმგებლობით და უფლებამოსილებით; დონორს ან „სუროგატულ დედას“ არა აქვს დაბადებული ბავშვის მშობლად ცნობის უფლება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/142.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/144.md
