---
title: "მუხლი 154⁴ — ჯანმრთელობის დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/154-4"
law: "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ"
article: "154^4"
identifier: "1139"
adopted: "1997-12-10"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 154⁴ — ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, მუხლი 154⁴ (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/154-4

1. 2027 წლის 1 ივლისიდან საექთნო ან მეან-ექთნის განათლების მქონე პირს დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოწმობის გარეშე საქმიანობა ეკრძალება.

2. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონის შესაბამისად გაცემული მედდის/ექთნის თანაშემწის პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირს მის მიერ სრული ზოგადი განათლების მიღებით სწავლის შედეგების მიღწევის დადასტურებისა და 3 წლის შესაბამისი სამუშაო სტაჟის ქონის შემთხვევაში მიეცეს ექთნის წოდების საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით მოპოვების უფლება.
საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4042 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.
საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №117 - ვებგვერდი, 30.12.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 16 დეკემბრის კანონი №1230 – ვებგვერდი, 17.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/154-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/154-5.md
