---
title: "მუხლი 52¹ — ჯანმრთელობის დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/52-1"
law: "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ"
article: "52^1"
identifier: "1139"
adopted: "1997-12-10"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 52¹ — ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, მუხლი 52¹ (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/52-1

1. ექთნისა და მეან-ექთნის ძირითადი მოვალეობებია: პირის ჯანმრთელობის დაცვა, დაავადებებისა და დაზიანებების პრევენცია, მისი დაავადებისგან განკურნების ხელშეწყობა, პირის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესებში ჩართვით მისთვის მდგომარეობის შემსუბუქება, პირის (ინდივიდის), ოჯახის, ადამიანთა ჯგუფის, თემის, პოპულაციის მკურნალობის პროცესის ადვოკატირება. ექთნისა და მეან-ექთნის სხვა მოვალეობები შეიძლება შესაბამისი პროფესიის სტანდარტებით განისაზღვროს.

2. ექთნისა და მეან-ექთნის პროფესიების ეთიკური ღირებულებები განისაზღვრება შესაბამისი პროფესიული ეთიკის კოდექსით, რომელსაც შეიმუშავებს/შეიმუშავებენ სამინისტროს მიერ დადგენილი წესით აღიარებული სათანადო პროფესიული გაერთიანება/გაერთიანებები და ამტკიცებს მინისტრი.
საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4042 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/52.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/52-10.md
