---
title: "მუხლი 52¹⁰ — ჯანმრთელობის დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/52-10"
law: "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ"
article: "52^10"
identifier: "1139"
adopted: "1997-12-10"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 52¹⁰ — ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, მუხლი 52¹⁰ (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/52-10

1. დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლების მქონე პირი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში და მუდმივად განიახლოს ცოდნა და უნარ-ჩვევები.

2. პირის უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობის პირობებს, აგრეთვე შესაბამისი კომპონენტების ჩამონათვალს და მათი აღიარების/აკრედიტაციის წესს შეიმუშავებს საბჭო სამინისტროს მიერ დადგენილი წესით აღიარებულ სათანადო პროფესიულ გაერთიანებასთან/გაერთიანებებთან თანამშრომლობით და ამტკიცებს მინისტრი.

3. დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის ახალი ვადით გაგრძელებისთვის საჭირო უწყვეტი საექთნო განათლების ან მეან-ექთნის უწყვეტი განათლების კრედიტების რაოდენობას განსაზღვრავს საბჭო და ამტკიცებს მინისტრი ბრძანებით.
საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4042 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/52-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/52-11.md
