---
title: "მუხლი 52⁵ — ჯანმრთელობის დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/52-5"
law: "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ"
article: "52^5"
identifier: "1139"
adopted: "1997-12-10"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 52⁵ — ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, მუხლი 52⁵ (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/52-5

1. ექთანსა და მეან-ექთანს დამოუკიდებელი საქმიანობის უფლება 5 წლის ვადით ენიჭებათ.

2. ექთანმა და მეან-ექთანმა დამოუკიდებელი საქმიანობის გასაგრძელებლად მონაწილეობა უნდა მიიღონ უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში ან ხელმეორედ უნდა მოიპოვონ დამოუკიდებელი საქმიანობის უფლება ამ კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტით დადგენილი წესით.
საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4042 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/52-4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/52-6.md
